"ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის"
ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის დიდი პატივია აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა.
„ჩემთვის დიდი პატივია რუმინეთში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის კაბელის განთავსებას გულისხმობს. ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის“,- წერს პრემიერი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
