"რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება" -ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე
ეს არის სამართლებრივ ჭრილში და სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, როდესაც პატიმარი არის ასევე პაციენტი და მას სჭირდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ფაქტია, რომ სააკაშვილს სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ. თუ ეს პატიმარი მიზანმიმარულად არ იღებს ამ სერვისს, მაშინ რა უნდა გაკეთდეს? საზღვარგარეთ მიიღებს ამ სერვისს? ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება. რა სერვისია, რომელსაც ის საზღვარგარეთ მიიღებს და აქ ვერ სთავაზობენ?“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები რეანიმაციაში გადაყვანის მდგომარეობას არ შეესაბამება. მისივე თქმით, სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
