"მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო რინგზე, რაც უხერხულია"
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელიას ტროლ-ბოტები „ქართული ოცნების“ ტროლ-ბოტებისგან არაფრით განსხვავდება.
ამასთან, ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიამ მამა, ანზორ მელია „ძალიან ღიად ჩართო რინგზე, რაც უხერხულია“.
თაკო ჩარკვიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ისევ გიგზავნით თუ არა ნიკა მელია ტროლ-ბოტებს“.
„რა თქმა უნდა, ის აბსოლუტურად არ განსხვავდება „ქოცების“ ტროლ-ბოტებისგან. მეტიც, ჩემს ბავშვობაში ვხუმრობდით ხოლმე და დედიკოს ბიჭებს ვეძახდით, ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, ძალიან კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო ღიად რინგზე. ცოტა უხერხულია ასაკში მყოფი მამის რინგში ჩართვა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნის ხალხის მობილიზება, ამას არასდროს აკეთებს.
„ძალიან უცებ დაინიშნა ეს სასამართლო პროცესი და ხალხის მობილიზება ვინც უნდა გააკეთოს, ის არასდროს აკეთებს ამას, ეს ეკუთვნის პარტიის თავმჯდომარეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
