"ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია დიდი ხანია არ არსებობს, ეს არის შეთქმულთა ბანაკი"
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია დიდი ხანია არ არსებობს, ეს არის შეთქმულთა ბანაკი, რომელიც გეგმავს და ცდილობს განავითაროს ის რევოლუციური სცენარი, რომელიც კარგა ხნის წინ დაიწერა სააკაშვილის მიერ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის დეგრადაცია ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ხმამაღალ განცხადებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, ვის გააჩნია მეტი რესურსი ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გაიყოფა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ - ეს მთავარი კითხვაა, რომელსაც ახლა პარტიაში მიმდინარე პროცესები აჩენს. ამ ფონზე კი, „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა არჩევნებისთვის ემზადება. გადამწყვეტ ფაზაში შედის მერაბიშვილი-კეზერაშვილისა და ახალაია-მელიას კლანების დაპირისპირება. კანდიდატები ერთმანეთის პარალელურად საკუთარ მხარდამჭერებს ხვდებიან. რაც შეეხება პარტიის დაშლას, ამბობენ, რომ თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ისინი შეძლებენ ერთმანეთს გამარჯვება მიულოცონ და პარტიაში მუშაობა გააგრძელონ. მმართველი პარტია კი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობის დაშლას სწორედ შიდა არჩევნების ჩატარების შემდეგ პროგნოზირებს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
