"„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განუკითხაობა, ერთმანეთს დაერივნენ, არ ვიცი, რას ვერ იყოფენ"- კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა.
კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ თემებზე საუბრის სურვილი არ აქვს.
„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობა. არ ვიცი, რას ვერ იყოფენ, თუმცა ეს მათი პარტიის შიდა თემებია და არ მინდა, დეტალებში შევიდე, რადგან თემაც არ ვიცი და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რას გააკეთებს, მელიას გააგდებს, არ გააგდებს, დატოვებს თანამდებობაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
