"მზად ვარ, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება"
რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე,- ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.
კალაძე იმედოვნებს, რომ მომხდარზე სიმართლე დადგინდება.
„ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი მაქვს,რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არანაირი კითხვები არ დარჩება“, - განაცხადაკახა კალაძემ.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
