"კახი, არ გადადგე! ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები, ლენტის გაჭრა, ფოიერვერკები - არ გადადგე!"
კახი, არ გადადგე! რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხომ გამოჩნდა. ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები - ლენტის გაჭრა, ფოიერვერკები, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ხაზარაძის შეფასებით, ჯობია კახა კალაძე არ გადადგეს, რათა ყველამ დაინახოს როგორი "თავკაცი არ უნდა ჰყავდეს ქალაქს".
„კახი, არ გადადგე! რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხომ გამოჩნდა. ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები - ლენტის გაჭრა, ფოიერვერკები.... მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს. თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები.
არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ჰყავდეს ქალაქს!
შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა - გეშლება! ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა!
არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი - ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი? არ გადადგე! იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება".
ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის...”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
