"თუ ახალი ომბუდსმენი ვერ აირჩევა, ამ ოფისზე სრული კონტროლი ისევ „ნაცმოძრაობას“ დარჩება"
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სუბიექტური ინტერესი არ აქვს, სახალხო დამცველის რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭიროს.
როგორც კობახიძე განმარტავს, მმართველი გუნდი იმედს იტოვებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციასთან პოზიციის შეჯერება მაინც მოხერხდება.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ეს ზოგადი ოპტიმიზმია, თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები ძალიან სერიოზულია, რისკები დაკავშირებულია მათ შორის იმასთან, რომ „ნაცმოძრაობას“ სუბიექტური ინტერესი არ აქვს, რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭიროს. მთლიანად დღეს, სახალხო დამცველის ოფისი „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თუ ახალი ომბუდსმენი ვერ აირჩევა, მათ ისედაც რჩებათ სრული კონტროლი ამ ოფისზე. შესაბამისად, ეს აძლიერებს რისკებს, მაგრამ ჩვენ მაინც დავიტოვოთ იმედი იმისა, რომ კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება. ხუთშაბათს ვადა იწურება, კანდიდატები დასახელდებიან, ამის შემდეგ საკომიტეტო მოსმენები ჩატარდება, რა თქმა უნდა, ამ პროცედურის გავლის შემდეგ, უმრავლესობა ჩამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას დასახელებული კანდიდატების მხარდაჭერის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
