"აქაურ ფარისევლებსაც მოგეკითხებათ!" - ბერდია სიჭინავა
პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი "ქართული ოცნების" შეხედულებებსა და პოზიციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ქოცობას” და მაგათ ნარჩენებს, ახალი ნარატივი აქვთ, რომ თურმე უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად დასავლეთი არაფერს აკეთებს და მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად უკრაინას იარაღს აწვდიან.
სტოლტენბერგმა ყველაზე კარგად გასცა პასუხი ამ ფარისევლურ ნარატივს.
“თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას!”
ომი დაიწყო ერთმა ტერორისტმა და ამ სისასტიკის შეჩერებაც მის ხელშია.
ომის დამნაშავეებს, ბავშვების მკვლელებს პასუხი აუცილებლად გაეცემათ!
აქაურ ფარისევლებსაც მოგეკითხებათ!
სულ ცოტა, იმ ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას ეცით პატივი, ამ ბრძოლაში გმირულად რომ იღუპებიან!" - წერს ბერდია სიჭინავა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
