"პირველი ოქტომბერი არის თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული"
პირველი ოქტომბერი – თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქში“ წერს.
„ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი.
ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, მშვიდობისკენ, ევროპული მომავლისკენ
.
გილოცავთ დღევანდელ დღეს!“ – წერს კახა კალაძე.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
