"აშშ-ის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ რუსეთიდან მიიღებენ იმ ხალხს, ვინც უარს ეუბნება პუტინს ომში ჩართვაზე" - ირაკლი ზარქუა
დააკვირდით ხელწერას, ერთი ერთში ჯდება რუსულ ნარატივში და მერე არ გაგიკვიდეთ, რომ რუსეთი აფინანსებდა მთელი ეს პერიოდი ქალბატონ ხოშტარიას, კეზერაშვილთან ერთად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დღეისათვის დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
„თურმე, ბინაც შეუძენია ბათუმში; თურმე, თეატრალური დასებიდან – რაღაც სისულელე მოიგონებს მერე. ახლა, ეს რას აკეთებს? მთელი დასავლეთი და ევროკავშირი გვეუბნება პირიქით, რომ რუსეთიდან დევნილებს, ვინც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, იქნებ გვერდში დავუდგეთ. ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მივიღებთ რუსეთიდან იმ ხალხს და იმ ახალგაზრდებს, ვინც უარს ეუბნება პუტინს ომში ჩართვაზე. ამ დროს, „დროას“ ლიდერი ლარსში აკეთებს განცხადებას, რამენაირად, ეს ხალხი დაიჭირეთო. ხომ ხედავთ, რა აცდენაა – ერთ მხარეს დგას ცივილიზებული და თავისუფალი სამყარო, საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან ერთად და აქეთ არიან რადიკალები, რომლებიც რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან, ქალბატონი ხოშტარიას თამადობით. ეს ნათელია და ბევრი კომენტარი არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
