"„ქართულმა ოცნებამ“ ტრადიციულად ჩირგვებში არ უნდა ჩარგოს თავი, ვითომ არაფერი მომხდარა " - ალეკო ელისაშვილი
„ქართულმა ოცნებამ“ ტრადიციულად ჩირგვებში არ უნდა ჩარგოს თავი, ვითომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - ეს განსაკუთრებულად საშიში პრეცედენტია, - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, „მოქალაქეების“ ლიდერი
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.
ელისაშვილის თქმით, მომხდარზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უნდა იყოს კატეგორიული და ძალიან მკაცრი, რათა ამას გაგრძელებები არ მოჰყვეს.
“ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ჩვენი სახელმწიფოს და სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა. ელჩის დაბარებიდან და გამოწვევიდან დაწყებული, ყველაფერს უნდა გადავხედოთ. მთელი არსენალი უნდა ვიცოდეთ, თუ რა შეიძლება გამოვიყენოთ ბელარუსთან მიმართებაში. გამოსაყენებელია ყველაფერი!
უცნაური იყო, რომ ეს ვირეშმაკა კაცი ლუკაშენკო აქამდე ფეხს ითრევდა და არაღიარების პოლიტიკას უჭერდა მხარს. ამას შეიძლება ბელორუსიდან აფხაზეთის აღიარება მოჰყვეს. თან კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ - უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფენდუმები ჩატარდა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების მიზნით. მოსალოდნელია როგორ ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება, ასევე რუსეთის მხრიდან ამ რეგიონების მიერთებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ყოველ შემთხვევაში კარგს არც რუსეთისგან და არც ამ ოხერი კაცისგან არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
