''ხელისუფლებამ მკვეთრი გამიჯვნა უნდა გააკეთოს ანტიამერიკული პროპაგანდისგან''
თუ თქვენ გინდათ, ელჩის და პოლიტიკოსების კინკლაობა "გაატაროთ", ასე არ გამოვა - ელჩმა თქვა, რომ ასე ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატები,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ელჩმა ამით თქვა, რომ "ქართული ოცნება" და ე.წ. ოთხეული "განუყოფელი ხალხია" და ასე ფიქრობენ აშშ-ში.
"ელჩის განცხადებაში ახალი არაფერი იყო, ჩვენ ყველა ვგრძნობდით იმას, რაც მან თქვა, კერძოდ იმას, რომ "ქართული ოცნება" და ეს „ოთხეული“ განუყოფელი ხალხია. შესაბამისად, ამ ფინტის შესრულება დამაჯერებელი არავისთვის იქნებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკვეთრი გამიჯვნა ანტიამერიკული პროპაგანდისგან. თუ თქვენ გინდათ ელჩის და პოლიტიკოსების კინკლაობა „გაატაროთ“, ასე არ გამოვა - ასე ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატებიო, ეს თქვა ელჩმა, როგორც მე გავიგე",- განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. როგორც ელჩმა განაცხადა, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
