არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე გარკვეული შეზღუდვები დადგინდება
არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე გარკვეული შეზღუდვები დადგინდება.
ეს უკვე ასახულია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.
“თუ დამკვირვებელი, რომელიც იდენტიფიცირებული და წარდგენილი იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ოფიციალურად კონკრეტული რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ და გამოვლინდება, რომ ის ბოლო ორი საერთო თუ შუალედური არჩევნების დროს იყო რომელიმე კონკრეტული პოლიტიკურ სუბიექტის წარმომადგენელი, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ან უფიქსირდება შემოწირულობა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს ადამიანი მოიხსნება რეგისტრაციიდან, როგორც დამკვირვებელი, მაგრამ ორგანიზაცია და მის მიერ წარმოდგენილი სხვა დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, სადამკვირვებლო ფუნქციას განახორციელებენ. ეს არის ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უფრო მკაცრად არის სანქცირებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მანდატი გაფართოვდება. კერძოდ, არასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ და დაესწრონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს და მის საქმიანობას მონიტორინგი გაუწიონ.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
