''ის ადამიანები გვაკრიტიკებენ, რომლის ხელისუფლების პირობებში, ჩააბარეს 20 პროცენტი''
გვაცადონ, 10 წელი გავიდა, რისკებს მაქსიმალურად ვანეიტრალებთ, მათ შორის, ოკუპაციის კუთხით, შესაბამისი პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს,- ასე პასუხობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკას, რომ რუსი აგენტი, თავისუფლად გადაადგილდებოდა საქართველოში და დარღვეული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.
ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, რომელიც ახლა ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსული გავლენები გააძლიერა საქართველოში.
"ჩემი პასუხია გვაცადონ. 10 წელი გავიდა, რაც ხელისუფლებაში ვართ და მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები. ის ადამიანები გვაკრიტიკებენ, რომლის ხელისუფლების პირობებში, ჩააბარეს 20 პროცენტი, ეკონომიკური ობიექტები, ათასი უბედურება მოაწყვეს საქართველოში და რუსული გავლენები გააძლიერეს საქართველოს ტერიტორიაზე. გვაცადონ, 10 წელი გავიდა, რისკებს მაქსიმალურად ვანეიტრალებთ, მათ შორის, ოკუპაციის კუთხით, შესაბამისი პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს და ყველა რისკი არის სათანადო კონტროლის ქვეშ. გვაცადონ, თვითონ მოინანიონ საკუთარი დანაშაულები, მათ შორის, რომელიც რუსული გავლენების გაძლიერებას უკავშირდება საქართველოში და ჩვენ გვაცადონ ინ პოლიტიკის გაგრძელება, რომლის შედეგია ის, რომ ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება ომის და რუსული ტერიტორიული წინსვლის გარეშე ამ ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ალბანეთში დააკავეს რუსი აგენტი, რომელიც მანამდე იმყოფებიდა საქართველოში და ამასთან ერთად, მას დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონიც.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
