''ყოველი თვე 2024 წლამდე ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში - პარტიებმა უნდა მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები'' - ლევან ბეჟაშვილი
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს, პოლიტიკური პარტიები არჩევნების კონსტიტუციურ ვადას ვერ დაელოდებიან და ამიტომ, “ვადამდელი არჩევნები უნდა მოითხოვონ”.
მისი თქმით, ახლა “ქართულ ოცნებას” ხალხისგან ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული.
“ქვეყანაში არის სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, მძიმე სოციალური ვითარება. შესაბამისად, ნებისმიერი თვე, 2024 წლამდე ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში. მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას და დღითიდღე გვაშორებს დასავლურ სამყაროს, საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ფუფუნება, რომ დაელოდონ ხელისუფლების შეცვლის კონსტიტუციურ ვადებს. უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ახალი ათვლის წერტილი იპოვოს თავის განვითარებაში”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. მისივე თქმით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები განხორციელდება. ამასთან, გაიმართება მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ რეჟიმში კომუნიკაცია.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
