"ყველას ვურჩევ, თავის პოლიტიკურ ამბიციებს კონკრეტული ადამიანების სამუშაო ადგილებს ნუ შესწირავენ"
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკურ ამბიციებს კონკრეტული ადამიანების სამუშაო ადგილები არ უნდა შეეწიროს.
ლევან იოსელიანი გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „წალენჯიხის მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და სამსახურიდან გაათავისუფლა“.
როგორც იოსელიანი აცხადებს, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლება ქვეყანაში ჯერ არ დასრულებულა.
„ამ ქვეყანაში ადამიანების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ჯერ არ დასრულდა. თუ წალენჯიხაში ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი, ეს ერთ რამეზე მიანიშნებს, თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისე მოიქცევა, როგორც წალენჯიხაში იქცევა. ამიტომ, ყველას ვურჩევ, თავის პოლიტიკურ ამბიციებს კონკრეტული ადამიანების სამუშაო ადგილებს ნუ შესწირავენ“, – განაცხადა იოსელიანმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
