„თუ ის მოკვდება, ეს შეიძლება მოასწავებდეს საქართველოს მტკიცე უკან დახევას"- Washington Examiner
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, - ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობიდან 48 დღის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია და საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სამოქალაქო საავადმყოფოში მის გადაყვანაზე.
„თუ ის მოკვდება, ეს შეიძლება მოასწავებდეს საქართველოს მტკიცე უკან დახევას ავტორიტარიზმსა და კრონიზმში.
ბაიდენის ადმინისტრაცია ამ სიტუაციის წინაშე დუმს. როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ სააკაშვილის მოპყრობის უფრო ძლიერმა დაგმობამ შეიძლება გამოიწვიოს თბილისის მიერ, უფრო მეტად პრორუსული პოზიციის არჩევა. ეს არის შეცდომა. ქართველები შეერთებულ შტატებისგან მოელიან ლიდერობას და საქართველოს მთავრობის მიდგომა ნათელია: ის სერიოზულ დასავლურ ჩართულობას რუსულ კრონიზმს ამჯობინებს. ივანიშვილი კანონის უზენაესობას პატივს არ სცემს. ქართველებს სჭირდებათ და იმსახურებენ აშშ-ის მორალურ ლიდერობას და მხარდაჭერას,“- აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი წერს, რომ დასავლეთმა საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ უნდა მოუწოდოს.
„შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ შესაძლებელია მის პოლიტიკურ ოპონენტებში წმენდის ჩატარება დასავლეთისგან რეაგირების გარეშე. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან სწრაფად გაუარესდება,“ - აღნიშნულია სტატიაში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
