მიდის თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის დეპორტაციაზე უკრაინა-საქართველოს შორის
“ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული ვითარების გამო, რომელიც გარკვეულწილად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის ფაქტორით არის განპირობებული, სულ უფრო ხშირად ისმის, თითქოს არსებული ჩიხიდან გამოსავალი შეიძლება იყოს ექსპრეზიდენტის უკრაინაში დეპორტაციის საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
ანალიტიკოსთა ნაწილი, ამ იდეას ემხრობა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ სააკაშვილს იმ რეალობის გაცნობიერება მოუწევს რასაც ქართულ ციხეში 6-წლიანი პატიმრობა ჰქვია. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ დეპორტაციაზე უკვე მიმდინარეობს დიპლომატიური მოლაპარაკებები საქართველო-უკრაინას შორის. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი არარეალურს უწოდებს სააკაშვილის დეპორტაციის საკითხს და მიიჩნევს, რომ ის არსებულ მწარე რეალობას უნდა შეეგუოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მიდის თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის დეპორტაციაზე უკრაინა-საქართველოს შორის.
“პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დეპორტაციის საკითხი ერთ-ერთი ვერსიაა და ამის შესაძლებლობა არსებობს. თუმცა, არა ამ ეტაპისთვის. მე მგონია, რომ მმართველი ძალა აკვირდება მოვლენებს, თუ რამდენად ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში და რამდენად ძლიერი საპროტესტო მუხტი იქნება. „თუ აქციებზე უამრავი ადამიანის მობილიზება მოხდება და ეს გამოსვლები არა მარტო თბილისში არამედ სხვა ქალაქებშიც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ვფიქრობ გაჩნდება შესაძლებლობა, სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება გახორციელდეს. აღნიშნულით დაინტერესებულია თავად უკრაინაც, ამ ქვეყნის უმაღლესი რანგის დეპუტატებმაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ექსტრადირების სკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. თუმცა ამ ეტაპისთვის დღის წესრიგში, არ დადგება მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს მოწოდებები შიმშილობის შეწყვეტაზე. იმედია სააკაშვილი შეწყვეტს პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას, რათა არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ის მითი, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდეს, არაერთხელ გაჟღერდა ქართულ და უკრაინულ მედიაში. მაგრამ, მას მოუწევს იმ რეალობის გაცნობიერება, რასაც ქართულ ციხეში 6 წლით პატიმრობა ქვია. მის დეპორტაციასა და ექსტრადიციას არავინ მოითხოვს. ასეთია მწარე ფაქტი სააკაშვილისთვის. სხვა რა მოვლენები განვითარდება პოლიტიკურად და იურიდიულად, საინტერესო არ არის”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
სიახლეები
- მარწყვის მუსი
- მარწყვის მუსი
- "ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე" - ლევან ცუცქირიძე
- "იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება" - პაველ ჰერჩინსკი
- "ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება" - პაპუაშვილი