"ოცნების" დღევანდელი ბოსები ამ მეთოდებით ქვეყანას აბრუნებენ წარსულში"
ქვეყანას აბრუნებენ წარსულში, იმ "ნაციონალური მოძრაობის" შავ-ბნელ წარსულში, რომელსაც თვითონაც უარყოფდნენ და რომლის წინააღმდეგ სამართლიანობის ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა.
გახარიამ მედიასთან, ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად მოსყიდვის ფაქტებზეც ისაუბრა.
"ჩვენ ამ ფაქტებს ყველაფერს ვაფიქსირებთ, აღვრიცხავთ და ხდება ამ ფაქტების სტრუქტურირება. ჩვენ ეს - შეგვიძლია და კარგად ვიცით. მთავარი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემთვის ის არის, რომ დღეს, სამწუხაროდ, რა მეთოდებითაც ხელისუფლება და "ოცნების" დღევანდელი ბოსები მოქმედებენ - ამ მეთოდებით ქვეყანას აბრუნებენ წარსულში - ქვეყანას უახლოებენ იმ წარსულს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" რეალობა იყო. სხვაობა ბევრი არაფერი არ არის. ეს არის ჩემთვის მიუღებელი და გულგასატეხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
