"დაფინანსების კანონპროექტის მიღება სავარაუდოდ აღარ მოხდება"-სერგო ჩიხლაძე
რა თქმა უნდა, მსგავსი კანონების ინიცირება მოლაპარაკებას და ზოგადად, დემოკრატიულ პროცესს ხელს უშლის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ დაფინანსების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის გამო ხელისუფლებამ დასავლეთისგან მკვეთრი გზავნილი მიიღო.
„ხელისუფლებამ დასავლეთისგან ძალიან მკვეთრი გზავნილი მიიღო, ამ კანონმდებლობის გამო მკვეთრად გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ევროკავშირის ელჩმა, ევროპარლამენტის წევრებმა. შესაბამისად, ისინი იძულებული გახდნენ ეს არაგონივრული კანონმდებლობა შეეჩერებინათ და სავარაუდოდ, მისი მიღება აღარ მოხდება, რადგან ძალიან დიდი ნეგატივი დაინახეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
ასეთი კრიზისის პირობებში იმის მაგივრად, ეკონომიკას როგორ განვავითარებთ, კორონავირუსს როგორ დავძლევთ, ახალი პროექტების წარმოდგენის ნაცვლად, პირველი, რასაც ერთი კაცის ნების შემსრულებელი პარლამენტი იღებს, არის ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იარსებონ თუ არა, დაფინანსება უნდა შეუწყდეთ, თუ არა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
