"ახლა გაახსენდა მთავრობას, რომ 112 გასამართია, ოპერატორები დასამატაბელი და უნდა იყიდოს 40 ტელეფონი"
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე, სოციალურ ქსელში წერს:
"ახლა გაახსენდა მთავრობას, რომ 112 გასამართია, ოპერატორები დასამატაბელი და უნდა იყიდოს 40 ტელეფონი, საოფისე ავეჯი და სერვერები 2.6 მილიონ ლარად (აქამდე ძალიან ძნელი მისახვედრი იყო ეტყობა რომ 112 გასამართია!).
ახლა გაახსენდათ, რომ ექიმებს ხალათები და დამცავი საშუალებები სჭირდებათ.
ახლა გაახსენდათ, რომ სამედიცინო ხელთათმანიც საჭიროა.
ტესტირება რომ გასაზრდელია 9 თვის თავზე მიხვდნენ.
ნუ, სკუტერებს რატომ ყიდულობენ ვერავინ ახსნა.
და ყველაფერი ეს გადაუდებელი აუცილებლობით და პირდაპირი შესყიდვით და უფრო ძვირად, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ რომ გაეკეთებინა.
საწოლფონდი და საწოლბრუნვა ისევ გაურკვეველია სამინისტროსთვის.
პირადი ნაცნობობა და "ცნობადი სახეობა" კლინიკაში მოხვედრის მყარი გარანტიაა და ეს ნორმალური ჰგონიათ კოვიდ ჩინოვნიკებს.
დაგვიანებული რეაგირება, არაკომპეტენტურობა, დანაშაულებრივი გულგრილობა, და კორუფციული გარიგებები. ამ ყველაფერს კი ადამიანთა სიცოცხლეები ეწირება. სიცოცხლეები, რომელთაც არ დავკარგავდით მეტ-ნაკლებად გამართული სისტემის პირობებში,"- წერს ის.
ტეგები:
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
