„ხელისუფლებისგან ჯერ მესამე რაუნდზე პასუხი არ გვაქვს"
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხელისუფლებისგან საპასუხო წინადადებების პაკეტს ელოდებიან. მისივე თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი დამოკიდებულია სწორედ ხელისუფლების მიერ წარსადგენი წინადადებების შინაარსზე.
„ხელისუფლებისგან ჯერ მესამე რაუნდზე პასუხი არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, დღესაც ველოდებით ხელისუფლებისგან საპასუხო წინადადებების პაკეტს. როგორც კი მივიღებთ ამ პაკეტს, განვიხილავთ, შევიკრიბებით ოპიზიცია და აქედან გამომდინარე დავგეგმავთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს. გამოჩნდება, აქვს თუ არა აზრი მესამე რაუნდს, იქიდან გამომდინარე, რა წინადადებებით დაგვიბრუნდება ხელისუფლება. ფასილიტატორები არ დაგვკავშირებიან. მათ გვთხოვეს ორი სამი დღე. დღეს გადის ეს 2-3 დღე და იმედი გვაქვს, ფასილიტატორები დაგვიკავშირდებიან ან ხელისუფლების მხრიდან მივიღებთ წინადადებას, აქედან გამომდინარე დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს.
ჩვენ იმიტომ დავაჩქარეთ ეს პროცესი, რომ გვინდა, რაც შეიძლება მალე მოხდეს მოლაპარაკება და მესამე რაუნდის ჩანიშვნაც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა წინადადებით მოვა ხელისუფლება. შეიძლება ეს იყოს წინადადება, რომელსაც ჩვენ ამ მომენტში ვერ დავთანხმდებით და საჭირო გახდეს კვლავ შემხვედრი მოთხოვნების დაყენება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
