იმერეთში 2024 წელს 176 984 125 ლარის ღირებულების 2 745 პროექტი ხორციელდება. ამ მიმართულებით სამუშაოები 12-ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.
,,ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების.
დასრულდა ქუთაისის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, რომელიც ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
“საქართველოს რკინიგზის” განცხადებით, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 91.5 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.