Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 555 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 082 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%.
“ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია. სპეციალისტები კვლავ რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ, პირბადის ტარებისა და ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ და რეკომენდაციას უწევენ ყველა შეზღუდვას, რაც ეპიდემიის სტაბილიზაციისთვის გახდება საჭირო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მერთან ერთად, 16 წლამდელთა გოგონათა საფეხბურთო გუნდს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ბრინჯაოს სიმბოლური ფიგურა გადასცა (ნიკეს ქანდაკება - თარიღდება ძვ. წ. 150-100 წწ. აღმოჩენილია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად). ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ კი გოგონათა გუნდი ფულადი პრიზით და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
სინოპტიკოსები დღეიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, სკოლის უსაფრთხოებისთვის მასწავლებლების გარდა, მშობლების ვაქცინაციაც მნიშვნელოვანია.
"მეგობრებო, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება, მე-5 ტალღა დაწყებულია, თუმცა შესაძლებელია მისი თავიდან აცილება, რადგან დღეს უკვე გვაქვს ეფექტური იარაღი იმისათვის, რომ შევაკავოთ პანდემია და გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.