“ახალი კვლევებით “ომიკრონი” ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ქვეყანაში შეღწევის შემდეგ დომინანტური რამდენიმე საათში ხდება, სპეციალისტები და ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ არსებული ვაქცინების ეფექტურობა ახალი ვარიანტის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად შემცირებულია და უკვე ოპტიმალურ დაცვად სამ დოზას ასახელებენ.
„ომიკრონის" ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება - უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, შესაბამისად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გავითვალისწინეთ ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომელსაც დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იხილავენ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 937 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 470 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.21%.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14 გრადუსი იქნება.