იოსებ ხახალეიშვილი და ზვიად შალამბერიძე უკრაინის იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებმაც დროებით ქუთაისს შეაფარეს თავი
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე უკრაინის იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებმაც დროებით ქუთაისს შეაფარეს თავი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინელებისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა დახმარება ესაჭიროებათ ამ ეტაპზე და თანადგომას დაჰპირდნენ.
უკრაინელ ქალბატონებს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
უკრაინელებმა მადლობა გადაუხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
