გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები – ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი; მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
ქუთაისთან მდინარე წყალწითელაში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 347 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 263 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%.
“ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ - ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის მკურნალობისთვის ორი ახალი მედიკამენტი Xevudy „სოტროვიმაბი" და Kineret-ი, გადაუდებელი გამოყენებისთვის კი მედიკამენტი Paxlovid-ი დაამტკიცა - მოვლენას იმედისმომცემად მიიჩნევს ჯანდაცვის სფერო.