საქართველოში პური იაფდება. პურის მწარმოებელი კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები უკვე შეამცირა. თუმცა, ელოდებიან, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, პირველადი მოხმარების პროდუქტს კიდევ უფრო მეტი მწარმოებელი გააიაფებს.
ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes.ru რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს.
მაისიდან აგვისტომდე პერიოდში, ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 220 433 ჯარიმა გამოიწერა. აქედან ტექინსპექტირების გაუვლელობის ყველაზე მეტი - 76 407 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის 6 თვეში, 30 ივნისის მდგომარეობით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 11 პირს ამოეწურა.
2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბინის ქირა თბილისში, წლიურად, 79%-ით არის გაზრდილი, ბინის გასაყიდი ფასი კი 27%-ით.
2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 2127 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა, აქედან 28 ქალი და 5 არასრულწლოვანია.