ქუთაისის მერიის ორგანიზებით, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შესამუშავებლად, საჯარო შეხვედრა გაიმართა
ქუთაისის მერიის ორგანიზებით, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შესამუშავებლად, საჯარო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
2015 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს რეზოლუციას და მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში განხორციელდეს 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები. დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია, ეროვნულ სტრატეგიებში მათი ინტეგრაცია, ამოცანების შესრულების მონიტორინგი, პროგრესის შეფასებისა და ანგარიშგების სიტემის ჩამოყალიბება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია 18 მუნიციპალიტეტს შორის საქართველოში, რომელმაც მუშაობა დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დასანერგად.
„დღეს გაიმართა საჯარო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შესამუშავებლად.
შეხვედრაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვისაუბრეთ ღიად და საჯაროდ, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
განვიხილეთ მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების ადგილობრივ დონეზე დანერგვის საკითხები.
მომდევნო ეტაპზე, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში , შემუშავდება და ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცდება მდგრადი განვითარების მიზნების ქუთაისის მუნიციპალური დოკუმენტი.
ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის გაწეული ძალისხმევის პარალელურად, ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობაში მდგრადი განვითრების დანერგვასა და ქალაქის სწორედ ამ მიმართულებით განვითარებაზე,”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა