29 დეკემბერს, ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ (წერეთლის #4), გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ საახალწლო ბაზრობას გამართავს.
მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის მერია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი საუკეთესო, პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა. კონკურსი პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში ჩატარდა.
სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოების დაზიანების და მოპარვის ფაქტები დაფიქსირდა.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.
