გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
,,ნაციონალური მოძრაობა'' ქუთაისის მერიას კომპანია "სანოსთან" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
როგორც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - გიგა შუშანია განმარტავს, ქუთაისის მერიას შპს "სანოსათვის", რომელმაც სოციალური საცხოვრისი ააშენა, 528 000 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კომპანიას თანხა არ გადაურიცხა. შპს ,,სანომ’’ მერიას სასამართლოში უჩივლა.
გიგა შუშანიას თქმით, ბიუჯეტში ამ თანხის ისევ დაბრუნებით, მერია ადასტურებს, რომ კომპანიასთან გარიგებაში შევიდა.
,,კომპანიისათვის შესრულებული სამუშაოების გამო გადასარიცხად დარჩენილი იყო 528 000 ლარი. წლის ბოლო ცვლილებებით, მერიამ ეს თანხა ბიუჯეტიდან ამოიღო იქედან გამომდინარე, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სასამართლოს მეშვეობით დავას აპირებდა. თუმცა, 2019 წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა ჩასმულია. ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას და ამაში არა მხოლოდ ქუთაისის მერი, არამედ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები არიან ჩართული. გაუგებარია, რატომ უნდა ჩასვლა ბიუჯეტში 528 000 ლარი, თუ აპირებ სასამართლოთი დავას, სირცხვილია, რომ მერია ნაცვლად იმისა, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სასამართლოში დავობდეს, დამატებით აძლევს ფულს კომპანიას, რომელმაც ისეთი ხარვეზებით მოაწყო შენობა, რომ იქ ცხოვრება არის საშიში და სიცოცლხისთვის სახიფათო",-აღნიშნა გიგა შუშანიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
