უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ზელენსკისა და ტრამპს შორის „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ალასკაში შეხვდა, ამ შეხვედრამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ვერ უზრუნველყო.
მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა გაიმართა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაში, ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2022 წელს უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტიდონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო. ამის შესახებ პუტინმა ალასკაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინმა მითხრა, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ალასკაში დასრულდა პრესკონფერენცია, რომელიც მოჰყვა მოლაპარაკებას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის.
უკრაინის უშიშროების წყაროების ცნობით, კიევის ძალებმა ასტრახანის პორტში რუსული გემი გაანადგურეს, რომელსაც ირანული წარმოების „Shahed“-ის ტიპის დრონები გადაჰქონდა.
