August 15, 2025

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ საბოლოოდ პუტინი დათანხმდება უკრაინის თაობაზე შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელთანაც ის პარასკევს, 15 აგვისტოს, ალასკაში გეგმავს შეხვედრას, საბოლოოდ დათანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას. „მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მუქარამ შესაძლოა როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთის მთავრობამ ეს შეხვედრა მოითხოვა“, განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს Fox News radio-სთან ინტერვიუში.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ პარასკევს დაგეგმილი სამიტი მზადება იქნება შეთანხმების დასრულებისკენ მიმართული მეორე მსგავსი მოლაპარაკებებისთვის. ამავე დროს თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის მეორე შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს და რომ პუტინთან და ზელენსკისთან სამომავლო შეხვედრისთვის სამი ადგილი აქვს მონიშნული.

 

ტრამპმა დასძინა, რომ თუ პარასკევის სამიტს პროდუქტიულად მიიჩნევს, ის მოგვიანებით ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დაურეკავს.

 

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი პარასკევს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს იმ იმედით, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას მიაღწევენ, მაგრამ კონფლიქტის ყოვლისმომცველ მოგვარებას მეტი დრო დასჭირდება. „მშვიდობის მისაღწევად, ვფიქრობ, ყველანი ვაღიარებთ, რომ აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიების განხილვა, აუცილებელია ტერიტორიული დავებისა და პრეტენზიების განხილვა“, - თქვა მარკო რუბიომ.

 

"რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეცდომა იქნებოდა მოვლენებისთვის წინ გასწრება და შედეგების პროგნოზირება. რუსეთ-ამერიკის სამიტის შემდეგ ალასკაში არ არის დაგეგმილი რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა. „ეს მოსალოდნელი არ არის, არაფერი მომზადებულა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ რაიმე დოკუმენტი იყოს“,- თქვა პესკოვმა.

 

სხვა საკითხებთან ერთად, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ ეტაპზე საუბარია სამშვიდობო ინიციატივების განხილვაზე უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში რუსეთ-აშშ-ის სამიტის ფარგლებში.

 

უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მონაწილეობს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაში ალასკაში. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „თავისი მიწის არავისთვის ჩუქებას“ არ აპირებს და უკრაინის შეიარაღებული ძალები თავისით არ დატოვებენ დონბასს. კიევი უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვს რუსეთთან რაიმე სახის შეთანხმების შემთხვევაში. ასეთ გარანტიებს შორის, როგორც უკრაინის ხელისუფლების განცხადებებიდან ირკვევა, არის ევროკავშირსა და ნატოში წევრობა.

წაკითხვა 63 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 14 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.