August 15, 2025

ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც დღეს, 15 აგვისტოს გაიმართება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო.

 

14 აგვისტოს ასეულობით დემონსტრანტმა აქცია გამართა სიუარდის ავტომაგისტრალთან. მათ თან ჰქონდათ უკრაინის დროშები და პლაკატები. ერთ-ერთ მათგანზე ეწერა: „უკრაინა და ალასკა აღარასდროს იქნებიან რუსული“.

 

აქციის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა „ამერიკის ხმის" ყოფილმა კორესპონდენტმა ოსტაპ იარიშმა.

 

ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს, 15 აგვისტოსაც გაიმართება.

 

აქციების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ორგანიზაცია Stand UP Alaska-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ერინ ჯექსონ-გილმა სააგენტო „უკრინფორმს” განუცხადა, რომ ეწინააღმდეგებიან ალასკის შტატში ავტორიტარი დიქტატორების მიწვევას, პუტინი სამხედრო დამნაშავეა და ამერიკულ მიწაზე მისი ადგილი არ არის.

 

ერინ ჯექსონ-გილის ინფორმაციით, აქციების მონაწილეები მოითხოვენ, რომ პუტინმა აგრესია შეწყვიტოს და უკრაინა დატოვოს.

 

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის დღევანდელი მოლაპარაკება ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე(მოსკოვის დროით 22:00) დაიწყება. 

 

14 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა მოსკოვის დროით 22:30 საათზე დაიწყებოდა.

 

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ონლაინ-შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან.

 

ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ არ აპირებს პუტინთან განიხილოს უკრაინის ტერიტორიების განაწილების საკითხი და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს.

 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ-შეხვედრაში ბერლინიდან, გერმანიის კანცლერ მერცთან ერთად მონაწილეობდა, 13 აგვისტოს განახადა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის მთავარი თემა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იქნება.

წაკითხვა 59 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 15 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.