ესპანეთში ერთი დღე-ღამის მანძილზე 950 ადამიანი დაიღუპა, რითაც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) იძულებული გახდა, სარეანიმაციო განყოფილებაში პაციენტის მოთავსების კრიტერიუმები მნიშვნელოვნად შეეზღუდა. ამ თემაზე ჟურნალისტებს ქვეყნის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილე, ექიმი ჯენი ჰარისი კვირას ესაუბრა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, საფრანგეთი სტრატეგიული სამედიცინო ნაწარმის წარმოებაში 4 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებს. მისი თქმით, ევროპა სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს.
პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა.