საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე დეპუტატები, "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ხვდებიან.
„ნამახვანჰესის“ მშნებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ადგილზე გარკვეული ჯგუფების პროვოკაციები იგეგმება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 919 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 882 PCR ტესტით.
შემაშფოთებელია დაძაბულობა, რაც რიონის ხეობაში პროცესებს ახლავს, პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
ჩვენ შევძლებთ დღევანდელი დღე გავათენოთ აქ, პიკეტირებული გვქონდეს მოედანი, უბრალოდ, გავხდეთ უპრეცედენტო პროცესის მონაწილე – ეს იქნება ქმედება, რომელიც გააოცებს მსოფლიოს და ყველას აჩვენებს ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სახეს, – ასე მიმართა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს.
დილიდან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ბარიერებით გადაკეტა, რასაც ჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი მოჰყვა.