შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება - ვარლამ გოლეთიანი
„ნამახვანჰესის“ მშნებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ადგილზე გარკვეული ჯგუფების პროვოკაციები იგეგმება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფების წარმომადგენლები იყრიან თავს და შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება.
„ვხედავთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან ჩვენს აქციაზე თავს და თან მივმართეთ პოლიციის უფროსს, რომ შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ხელისუფლების ინტერესია. ამ ყველაფერის თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის ვაკეთებთ განცხადებას და ვემიჯნებით პროცესებს. ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილზე მოვლენ, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ჩვენ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გადავინაცვლებთ ქვემოთ. პოლიციამ აღნიშნა, რომ ამ ვითარებას არ გააკონტროლებს. ჩვენ გავემიჯნებით ამ პროცესს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის“ გადარჩენისთვის ლიდერები სამართალდამცბელებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებენ.
როგორც აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ განაცხადა, ადგილზე იმყოფება რამდენიმე ჯგუფი, ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან.
„ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ვითარების ესკალაცია, ამის გამო ჩვენ ვგეგმავთ დღის წესრიგის მართვას იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ პროვოკაციები. ამ ეტაპზე ყველა ჯგუფი, რომელიც აქ არის, ისინი ემორჩილებიან ჩვენს მოთხოვნას, რომ აქცია ტარდება მხოლოდ მშვიდობიან ფორმატში, არ დაუშვებენ რაიმე ინციდენტებს. მოვუწოდებთ პოლიციას, ყურადღებით მოეკიდონ ამ საშიშროებას და ჩაერთონ პროცესების მართვაში ჩვენთან ერთად“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.
ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა განცხადების შემდეგ მიმართა თანამოაზრეებს, რომ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აქციის ტერტორიიდან ცოტა მოშორებით გადაინაცვლონ.
სიახლეები
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა
- გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი