ერთადერთი წყარო და ძალა ნამდვილი კურნებისა და ყოველი სიკეთისა არის უფალი იესო ქრისტე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიონ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ კარდიფში, სადაც ბორჯღალოსნებმა 19 ნოემბერს მასპინძელი, უელსის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 12:13, დააბნია რაგბის არაერთი უცხოელი გულშემატკივარი, რომლებმაც ერთმანეთში აურიეს საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია გრიპის ვირუსის შემთხვევები.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდნენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.