კიევში მეტრომ მუშაობა შეაჩერა და ახლა ის ადამიანებისთვის თავშესაფრად გამოიყენება. ინფორმაციას ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნატო-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დაწყება ევროპაში, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ ?- ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს.
უკრაინის ოფიციალური პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ძალები კიევში იმყოფებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება.