''ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან ის არის, რომ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში''
ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს. ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ამისთვის საფასური გადაიხადეს; ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე ბელარუსის ოპოზიციისთვის. ჩვენ უნდა გვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება. ბალტიისპირეთში ჩვენმა მეგობრებმა ბევრი იშრომეს, რათა დაესრულებინათ რუსეთზე დამოკიდებულება. მათ დიდი ინვესტიციები ჩადეს განახლებად ენერგიებში, გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალში. მათ ბევრი ფული დახარჯეს, მაგრამ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება უფრო ძვირია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
