"უკუნეთ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო გარკვევით ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს"
უკრაინის პრეზიდენტი, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას, რომლის შედეგადაც რიგი რეგიონები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა, რომ "უკუნეთ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო გარკვევით ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. არანაირი სამხედრო ობიექტები. ხარკოვისა და დონეცკის ოლქები ელექტროენერგიის გარეშეა. ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებში - ნაწილობრივ პრობლემებია ელექტრომომარაგების მხრივ.
ზელენსკიმ რუსებს ჰკითხა, ისინი კვლავაც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დააშინონ, გატეხონ, დაიყოლიონ უკრაინელები, რომ ისინი დათმობებზე წავიდნენ და მაინც ვერაფერი ვერ გაიგეს?. "ტუჩების მოძრაობით გამოიცანით: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. შუქის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი - ჩვენთვის ისეთი საშიში და სასიკვდილო არ არის, როგორც თქვენი "მეგობრობა და ძმობა" - წერს ზელენსკი.
ხარკოვის სხვადასხვა რაიონში და ოლქში არ არის ელექტრომომარაგება რუსეთის არმიის მიერ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების გამო. ელექტრომომარაგების პრობლემებზე იტყობინებიან ასევე პოლტავისა და სუმის ოლქებშიც. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დნეპროპეტროვსკის ოლქის ზოგიერთი ქალაქი და რაიონი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შედეგად.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია
