უკრაინის პრეზიდენტის ავტომობილს ავტოავარია შეემთხვა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ესკორტი ავტოავარიაში მოჰყვა. პრეზიდენტის პრესმდივნის, სერჰიი ნიკიფოროვის ინფორმაციით, კიევში, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა პრეზიდენტის და მის თანმხლებ ავტომანქანებს.
ნიკიფოროვის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გადასცეს. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, პრესმდივნის ცნობით, პრეზიდენტს სერიოზული დაზიანებები არ აქვს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
