ბაიდენის გაფრთხილება ჩინეთს - ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა ოფიციალურ პეკინს, თავი შეიკავოს რუსეთისთვის სამხედრო ან ეკონომიკური დახმარებისგან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკმა ისაუბრა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 112 ბავშვი დაიღუპა, 140 კი დაიჭრა.
ბრიტანულმა ჟურნალმა „სპექთეითორმა“ (The Spectator) დაბეჭდა სტატია სათაურით „ბორის ჯონსონი - რუსეთის აგენტი?“ (ავტორი - ლოიდ ევანსი), რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ დასდეს ბრალი ინგლისელმა პარლამენტარებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რუსეთის აგენტობაში.
უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. დრო, როგორიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას, რათა გადაიდგას ერთი რთული ნაბიჯი მეორის შემდეგ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, „ტვიტერის" გვერდზე წერს.
აქტივისტებმა, ქალაქ ლვოვში, რუსული შეჭრის შემდეგ, ყოველი დაღუპული ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად, ბაზრის მოედანზე ცარიელი საბავშო ეტლები მიიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ,,ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.