ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა ისროლა
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ, როდესაც ფხენიანმა იაპონიის თავზე რაკეტა გაუშვა. იაპონიის ხელისუფლების ცნობით, რაკეტა წყნარ ოკეანეში, იაპონიის სანაპიროდან დაახლოებით სამი ათასს კილომეტრში ჩამოვარდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის ქმედება და ამას ძალადობრივი ქმედება უწოდა.
იაპონიის მთავრობამ რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფხენიანის მიერ გაშვებული მეხუთე რაკეტაა. გასულ შაბათს ორი რაკეტა ჩამოვარდა ზღვაში, იაპონიის ეკონომიკური ზონის სიახლოვეს.
მანამდე, გასულ კვირას აშშ-მა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნა გამართეს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
