ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩზე სულ ცოტა 127 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ფეხბურთის მატჩის დროს, სულ ცოტა, 127 ადამიანი დაიღუპა.
180-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო - ადგილობრივი პოლიციის ცნობით, წაგებული გუნდის გულშემატკივრები ფეხბურთის მოედანზე შევარდნენ, მსხვერპლი სწორედ ამის შემდეგ წარმოშობილ ჭყლეტას მოჰყვა.
ერთმანეთს ინდონეზიის ორი საფეხბურთო გუნდი, „არემა“ და „პერსებაია სურაბაია“ ხვდებოდნენ, მალანგიში, კანჯურუჰანის სტადიონზე.
ფანების უკმაყოფილება არემას (2:3) წაგებას მოჰყვა და ისინი საფეხბურთო მოედნისკენ გაიქცნენ. ბრბოს აგრესიას კი მსხვერპლი მოჰყვა.
პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, მაგრამ ამან მხოლოდ გააძლიერა არეულობები. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები, ასევე ორი პოლიციელი.
ინდონეზიის საფეხბურთო ლიგამ საქმიანობა ერთი კვირით შეაჩერა. მიმიდინარეობს გამოძიება.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
