ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 441 ჯერ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწოდებს რაციონალურ მოთამაშეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ მან უკრაინაში შეჭრისას თავისი შესაძლებლობები ვერ გათვალა. ამის შესახებ ბაიდენმა განაცხადა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 446 ჯერ

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე. რუსული უშიშროების მტკიცებით, დადგენილია თანამონაწილეთა ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 415 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ოქტომბერს „დიდი შვიდეულის“ სამიტისადმი ონლაინ მიმართვაში თქვა, რომ აუცილებელია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფასების მკაცრი ზედა ზღვრის დაწესება. მან ისაუბრა იმაზე, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთმა წამოიწყო ესკალაციის ახალი ტალღა, როცა ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მის სარაკეტო იერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 491 ჯერ

უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე განაცხადა.

ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 442 ჯერ

ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რვა ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოქტომბერი 11 2022 წაკითხვა 457 ჯერ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საშემოდგომო სამხედრო გაწვევას იწყებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განკარგულების შესაბამისად, საშემოდგომო გამოწვევა აქტიური სამხედრო სამსახურისთვის 17 ოქტომბერს დაიწყება.

გვერდი 152 სულ 310
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.