„გაზპრომმა“ იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა
„გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, დღეს ბუნებრივი აირის მარეგულირებელ იტალიურ კომპანიაში „ენი“ განაცხადეს, რომ არ მიუღიათ მოთხოვნილი გაზი, რომელიც „გაზპრომს“ უნდა მიეწოდებინა.
იტალიას ბუნებრივი აირი „გაზპრომისგან“ ავსტრიის გავლით მიეწოდება. „ბლუმბერგის“ ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდა მხოლოდ იტალიას, რადგან ავსტრია ბუნებრივ აირს რუსული კომპანიისგან კვლავ იღებს.
„გაზპრომმა“ შაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება შეაჩერა იტალიაში, რადგან ავსტრიულმა ოპერატორმა უარი თქვა ბუნებრივი აირის ტრანზიტზე სექტემბრის ბოლოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო.
ამასთან, რუსულ კომპანიაში აღნიშნეს, რომ მუშაობენ იტალიურ მხარესთან პრობლემის მოსაგვარებლად. ავსტრიულ მარეგულირებელ კომპანიაში კი განაცხადეს, რომ ავსტრია არ არის კავშირში გაზის შეწყვეტასთან და „ენიმ“, „გაზპრომმა“ და ტრანსავსტრიული გაზსადენის ხელმძღვანელობამ უნდა შეასრულონ ორგანიზაციული მოთხოვნები.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ,,ევროპა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის"- დონალდ ტრამპი
- 10-ზე მეტი აფეთქება ნახევარ საათში – სუმი რუსული დრონების მასიური თავდასხმის ქვეშაა
- იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
- ,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი
