ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ფეხბურთის მატჩის დროს, სულ ცოტა, 127 ადამიანი დაიღუპა.
დონეცკის ოლქის ლიმანში რამე ფსევდორეფერენდუმის ნიშანიც კი აღარ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
ევროკავშირი მტკიცედ და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.