უკრაინა მზადაა რუსეთთან ხანგრძლივად ბრძოლისთვის ადამიანების დაკარგვის გარეშე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, ისრაელის მაგალითზე, შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს რუსეთთან გრძელვადიან ომზე, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლის დაკარგვის გარეშე.
"ისრაელი იბრძვის. მზად ვართ, ვიბრძოლოთ ხანგრძლივად, ადამიანების დაკარგვის გარეშე. ეს შესაძლებელია. შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ მსხვერპლი ისრაელის მაგალითის მიხედვით", - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა სამხედრო ოპერაციების რუსეთის ტერიტორიაზე გადასატანად."ვფიქრობ, ეს დიდი რისკია, ჩვენ აუცილებლად დავრჩებით მარტო (საერთაშორისო პარტნიორების გარეშე)“,- ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ბრძოლას საკუთარი ტერიტორიის დასაბრუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა მისმა ურთიერთობამ მოკავშირეებთან. "უკრაინის წინსვლა და პასუხისმგებლობა ბრძოლის ველზე ყოველთვის ორმხრივია",- განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ საერთაშორისო პარტნიორები არიან ნებისმიერი გამარჯვების, კონტრშეტევის ნებისმიერი შეჩერების, ნებისმიერი თავდაცვითი მოქმედებისა და ნებისმიერი სისუსტის ნაწილი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
